ორისის სამეურნეო ოპერაცია ხელფასი, საშემოსავლო, საპენსიო
6/01/2021 12:33:00 PM ・0 comments ・Topic: Accounting Script
ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას განკუთვნილია მხოლოდ გამოცდილი კადრებისთვის.
1. თავდაპირველად დაზღვევის მიზნით ორისიდან აიღეთ სრული ასლი ( ფაილი>ასლი>მონაცემების ასლის აღება>მთელი ინფორმაციის ასლი)
2. გამორთეთ ორისი.
3. სამუშაო მაგიდაზე ორისის გამშვებ ფაილზე მხოლოდ ერთხელ დააწკაპეთ მაუსი, ისე , რომ პროგრამა არ ჩაირთოს , შემდეგ დააწკაპეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და მენიუდან აირჩიეთ Properties, ამის შემდგომ დააწკაპეთ ღილაკს Open File Location . ამ მოქმედებების შემდგომ თქვენ გადახვალთ საქაღალდეში სადაც ორისი არის დაინსტალირებული. ორისის საქაღალდე შედგება ფაილებისგან და საქაღალდეებისგან, თუ დააკვირდებით რამდენიმე საქაღალდეს სახელები პროგრამაში გახსნილი ორგანიზაციების მიხედვით აქვთ დარქმეული. ყველა ორგანიზაცია რაც თქვენ პროგრამაში არის გახსნილი თითო საქაღალდეა, გარდა ORIS ბაზისა რომელიც ცენტრალური საქაღალდეა სადაც უკვე იმყოფებით თავის ფაილებით.
4. იმის მიხედვით თუ რომელ ორგანიზაციაში გსურთ საპენსიო სცენარის ჩაწერა ირჩევთ ორგანიზაციის საქაღალდეს და მასში აკოპირებთ (თავზე გადააწერთ) ახალ Tax.tps ფაილს, თუ ეს ბაზა ORIS მაშინ საქაღალდეებში შესვლა არ გჭირდებათ , პირდაპირ D:\ORIS ან C:\ORIS აკოპირებთ Tax.tps
5. შესრულებული მოქმედების შემდგომ რთავთ ორისს და შედიხართ იმ ორგანიზაციის ბაზაში სადაც ჩაიწერა Tax.tps, თუ ყველაფერი სწორად შეასრულეთ, მაშინ შედით მენიუში ხელფასი > დარიცხვები ან ხელფასი > კადრები > დარიცხვა.
უწყისის სვეტში უნდა ეწეროს ორი სიტყვა ხელფასი და ქვემოთ საპენსიო.
6. ორისის ანგარიშთა გეგმაში 3110 ანგარიშზე შექმენით ახალი ორგანიზაცია სადაც შექმნისას კოდში მიუთითეთ 999, (საპენსიო ფონდი 3110 999) , გახსენით ანგარიში 1636 თვითღირებულებაში შესაყვანი ხელფასის ხარჯი. 3130 მოხვდება ადმინისტრაციის ხელფასის ხარჯები , ხოლო ხელფასები, რომლებიც თვითღირებულებაში უნდა მოხვდეს იქნება 3131 ანგარიშზე. ე.ი. სემურნეო ოპერაციის სამუშაოდ აუცილბლად უნდა არსებობდეს 3110 999, 1636, 3131, 3130.
7. ორისში შედით მენიუში ხელფასი > კადრები კადრების ცხრილში, მონიშნეთ თანამშრომლის სახელი ქვედა ცხრილში უნდა ჩაწეროთ სამი მონაცემი სვეტ A-ში იწერება დარიცხული ხელფასი , სვეტ D-ში 30 ან 31 , 30 ნიშნავს ადმინისტრაციის ხელფასს რომელიც არ შედის თვითღირებულებაში ან 31 ნიშნავს თანამშრომელი რომლის ხელფასი თვითღირებულებაში შედის, გახსნილი უნდა გქონეთ 3131 და 1636 ანგარიშები სადაც მოხვდება იმ თანამშრომლების ხელფასი, რომელიც თვითღირებულებაში შევა , სვეტ H-ში იწერება 1 ან 0 , 1 ნიშნავს ეკუთვნის საპენსიო, 0 არ ეკუთვნის.
8. ხელფასის დარიცხვისას აირჩიეთ საპენსიო
ფაილის გადმოწერა
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.
If you can't commemt, try using Chrome instead.