ინვოისის ფორმა
6/02/2021 10:47:00 PM ・0 comments ・Topic: Accounting Excel
ინვოისის ფორმა შედგება რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული ინვოისისგან, რომლებიც სხვადასხვა კონფიგურაციით წარმოადგენენ ერთი და იგივე ინფორმაციას დღგ-ის ჩათვლით ან გარეშე, ლარში ან დოლარში. ამასთან არაა საჭირო მონაცემების ხელმოერედ შეყვანა.
ფაილში გამოყენებული სიტყვა გარეშე წარმოადგენს შემოკლებას ფრაზის (დღგ-ის გარეშე), რამაც არ უნდა დაგაბნიოთ, შინაარსის გასაგებათ ყურადღება მიაქციეთ ივნოისების ბოლო სვეტების წყობას. რომლებიც ხან დღგ-ის ჩათვლითაა წარმოდგენილი ხან მის გარეშე. სხვადასხვა ვალუტაში.
თუ სადემონსტრაციო ვიდეოს მეშვეობით ვერ იგებთ ლოგიკას, მაშინ ფაილი არ გამოგადგებათ.
სადემონსტრაციო ვიდეო
ფაილის გადმოწერა
მთავარ ინვოისში ერთეულის ფასი ყოველთვის შედის დღგ-ის გარეშე თუმცა გვერდით მოცემულია სპეციალური დამხმარე ცხრილი რომელიც ითვლით დღგ-ის ჩათვლით თანხიდან და ფორმულით ავტომატურად გადაიტანთ.
მთავარი ინვოისის ტექსტის შეცვლა იწვევს სხვების შეცვლას
ფაილის ჩართვისას ჩართეთ მაკროსი (ზემოთ გაჩნდება პატარა ღილაკი ), რომელიც შემდეგ ჩართვაზე აღარ გამოჩნდება.
ფაილი პაროლის გარეშეა და შეგიძლიათ მოხსნათ დაცვა Review > Unprotect Sheet >
ინვოისი გუგლ შიიტში
ახლად შექმნილი სისტემა რომელსაც შეუძლია შექმნას 4000 ინვოისი, გაამზადოს საბეჭდი ფორმები PDF-ში. მოცემული ფაილი სრულიად განსხვავდება სტრუქტურით ექსელის ფორმისგან. ყურადღებით გაეცანით ვიდეოს
სადემონსტრაციო ვიდეო
ფაილის გადმოწერა
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.
If you can't commemt, try using Chrome instead.